ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემები

ჩვენ შესახებ

 კომპანიის მოკლე ისტორია

კომპანია "ორისი" დაარსდა 1992 წელს. იგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც დსთ-ს ტერიტორიაზე დაარსდა, კომპიუტერული პროგრამების წარმოების სფეროში და წარმოებული პროდუქტების მრავალფეროვნებით ლიდერთა რიცხვში შედის.

კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებასა და კომპლექსურ მომსახურებას.

კომპანიის სპეციალისტების მიერ შექმნილი იქნა შემდეგი პროგრამული სისტემები :

  • საბანკო სისტემა - BankNet
  • უნივერსალური საბუღალტრო და სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვის სისტემა - "ორის ბუღალტერია"
  • საფინანსო და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტალური სისტემა -"ორის მენეჯერი"
  • საცალო და საბითუმო ვაჭრობის სისტემა - Universe
  • სატელეკომუნიკაციო კომპანიის საანგარიშსწორებო სისტემა - TeleNet
  • საბირჟო ვაჭრობის სპეციალიზებული მართვის სისტემა - "კავკასიის ბირჟა"
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის სისტემა - "დეპოზიტარი"
  • ავიაბილეთების აღრიცხვის სისტემა - AviaNet

კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები გამოირჩევა მოქნილობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთის მხრივ, მარტივად გადაწყვიტონ მათთვის კარგად ცნობილი სტანდარტული ამოცანები და მეორეს მხრივ დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ადვილად შექმნან არატიპიური ამოცანები პროგრამირების პროფესიონალური ცოდნის გარეშე.

კომპანიის მიერ დამუშავებული სისტემები ხასიათდება :

  • გამოყენების სიმარტივით
  • დანერგვისთვის საჭირო მოკლე პერიოდით
  • საიმედოობითა და მოქნილობით
  • მუდმივი განვითარებით

კომპანიაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ბევრ მათგანს მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია.

კომპანიაში მუშაობს 10 თანამშრომელი. პერიოდულად, სხვადასხვა პროექტზე სამუშაოდ დამატებით ვიწვევთ სპეციალისტებს.

კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან:

  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
  • საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება
  • საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორთა საბჭო
  • მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობა
  • ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა საქართველოს საწარმოებში (SIBLEY International)
  • საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი (CERMA)

კომპანია აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ გამოფენებზე და კონფერეციებზე.

კომპანიამ რამოდენიმეჯერ გაიმარჯვა საქართველოში გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, საბუღალტრო და საფინანსო აღრიცხვის ავტომატიზაციის სფეროში.

კომპანიის მიერ წარმოებული სისტემების სწავლება ჩართულია პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში, ასევე ისწავლება სხვადასხვა სპეციალიზებულ საბუღალტრო კურსებზე.

კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები დანერგილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, გორში, ყვარელში და სხვა.

სისტემა წარმატებით მუშაობს კავშირგაბმულობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, მასმედიის, ვაჭრობის, საბანკო, განათლების, მომსახურების და სხვა სფეროებში.

კომპანიის პროდუქტების მნიშვნელოვან შტრიხს წარმოადგენს ის, რომ სისტემის ინტერფეისი სამენოვანია: ქართულ-რუსულ-ინგლისური, რაც საშუალებას აძლევს ასეულობით ქართველი მომხმარებლის გარდა მრავალ უცხოელ მომხმარებელს, რომელიც მოღვაწეობს და ავითარებს თავის ბიზნესს საქართველოში, წარმატებით აწარმოოს თავისი საფინანსო და სამეურნეო საქმიანობა.