განსხვავებები ორის ბუღალტერია 5-სა და ორის ბუღალტერია 7-ს შორის

ორის ბუღალტერია 7 არის ახალი, ორის ბუღალტერია 5-თან შედარებით განვითარებული პროგრამული პროდუქტი. ის შექმნილია ახალ პლატფორმაზე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით. მასში დამატებულია ტექნოლოგიური და ფუნქციონალური სიახლეები, ასევე ახალი ლიცენზიის ტიპები.
ორის ბუღალტერია 7-თან სამუშაოდ არ არის საკმარისი მხოლოდ ორის ბუღალტერია 5-ის ლიცენზია. თუ ფლობთ ორის ბუღალტერია 5-ის ლიცენზიას განახლების უფლებით, შეგიძლიათ კომპანია „ორისიდან“ დამატებითი ანაზღაურების გარეშე მიიღოთ ახალი ორის ბუღალტერია 7-ის ლიცენზიაც, ამის შემდეგ ერთი გასაღებით ორივე პროგრამით შეძლებთ მუშაობას. 2012 წლამდე შეძენილი ელექტრონულ გასაღებში შესაძლოა არ ჩაიწეროს ახალი სისტემის ლიცენზია, ამ შემთხვევაში, უნდა შეიძინოთ მხოლოდ ელექტრონული გასაღები.

 

უფრო ვრცლად განსხვავებების შესახებ იხილეთ ორის ბუღალტერია 7-ის სადემონსტრაციო ვერსიაში